ლაშა კომახიძის განცხადებით, ბათუმის მერიის თანამდებობის პირები ხელფასების 1/3-ს მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის განცხადებით, ბათუმის მერიის თანამდებობის პირები უერთდებიან "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ინიციატივას და ხელფასების 1/3-ს მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

"ვუერთდებით პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივას და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მე, როგორც მერმა, ჩემმა მოადგილეებმა, მერიის მაღალი თანამდებობის პირებმა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ხელფასის 1/3. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ყველაფერს გავაკეთებთ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ასევე მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩართულები არიან ჩვენი მოქალაქეების დახმარების პროცესში. ჩვენ ყველა ერთად დავძლევთ ამ რთულ და კრიზისულ პერიოდს",-აცხადებს ლაშა კომახიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს