ამირან გოგიტიძის განცხადებით, ექიმის ინფიცირების გამო, სასწრაფო დახმარების არც ერთი ეკიპაჟი არ გაჩერებულა

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები ჩვეულ რეჟიმში აგრელებენ მუშაობას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს საკმარისი ადამიანური რესურსი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ბრიგადების მობილიზებაც შესაძლებელია.

„სასწრაფოს არც ერთი ფილიალი არ გაჩერებულა, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. მინდა დავაზუსტო და ხაზგასმით ვთქვა, რომ სასწრაფო დახმარების არც ერთი ეკიპაჟი არ გაჩერებულა და არც გაჩერდება. ჩვენს ცენტრს ჰყავს საკმარისი ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ჩანაცვლება და დამატებითი ბრიგადის მობილიზება.

აქედან გამომდინარე, მინდა ყველა დავამშვიდო, მოსახლეობა, თითოეული ჩვენგანი, რომ გადაუდებელი დახმარების სერვისის მიწოდების საფრთხე ქვეყანაში არ არის და არც იქნება“, - განაცხადა გოგიტიძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსით დაინფიცირებული შემთხვევებიდან ერთ-ერთი სასწრაფო დახმარების ექიმია. მისი ინფიცირება სავარაუდოდ, მეუღლისგან მოხდა, რომელიც ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმს ბოლო მორიგეობა 31 მარტს ჰქონდა.

იხილეთ ვიდეო: ამირან გოგიტიძის განცხადებით, ექიმის ინფიცირების გამო, სასწრაფო დახმარების არც ერთი ეკიპაჟი არ გაჩერებულა

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა