ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყველა რეგიონში აძლიერებენ  სტაციონალურ სექტორს და ჯანდაცვის პირველად რგოლს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისინი მიყვებიან გეგმას და ყველა რეგიონში სტაციონალურ სექტროსა და პირველადი ჯანდაცვის რგოლს აძლიერებენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ისინი ადგილზე ნახულობენ ობიექტების მზაობას და ეცნობიან მედიკოსებისა და კონკრეტული ობიექტების საჭიროებებს.

„თქვენ იცით, რომ მთელი საქართელოს მასშტაბით ჩვენ გვაქვს გარკვეული გეგმა და ამ გეგმას მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. ყველა რეგიონში ვაძლიერებთ სტაციონალურ სექტორს, ისევე როგორც ჯანდაცვის პირველად რგოლს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ადგილზე ვნახულობთ ობიექტების მზაობას და ვეცნობით თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ისინი იყვნენ აღჭურვილნი და მოემსახურონ პაციენტებს უსაფრთხოდ და ასევე ვეცნობით ყველა იმ დეტალურ მონაცემებს, რა საჭიროებები არის ექიმების თავდაცვის კუთხითაც. დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა გაგვაცნო ინფორმაცია ამის შესახებ. ისინი გეგმავენ, რომ სამშაბათს სტაციონარი უკვე შეძლებს გარკვეული პაციენტების მიღებას. ეტაპობრივად გაიზრდება, როგორც სტაციონარის სიმძლავრე, ასევე მისი შესაძლებლობები“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა