გასული დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 22 ფაქტი გამოვლინდა

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების მონიტორინგისას, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონში დარღვევის 22 ფაქტი გამოვლინდა, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა რეგიონში მოქმედი საგუშაგოების შემოვლისის შემდეგ. გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, კვლავ დაფიქსირდა როგორც კომენდანტის საათის, ასევე თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევები.

„გამოვლინდა საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული წესების დარღვევის 22 ფაქტი, მათ შორის გახლდათ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის შემთხვევები და ასევე, იყო თვითიზოლაციის წესების დარღვევაც. სხვა მხრივ, სიმშვიდეა, რეგიონის მოსახლეობაში კორონავირუსის დადასტურების ფაქტი არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.

მისივე განცხადებით, მმართველი გუნდის ინიციატივას თავადაც უერთდება და ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს გადარიცხავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა