ირაკლი ქადაგიშვილი - თითოეული პოლიტიკური თანამდებობის პირი მზადაა, ხელფასიდან 1/3 გადარიცხოს Stop CoV-ის ფონდში

თითოეული პოლიტიკური თანამდებობის პირი მზად არის თავისი ხელფასიდან 1/3 გადარიცხოს Stop CoV-ის ფონდში. ამ აქციას უერთდება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ამავდროულად, ჩემი ინფორმაციით, ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის არამარტო პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ სოლიდარობის განცდა.

„ჩვენ ყველა გამოვხატავთ სოლიდარობას პირველ რიგში, ქართველი ხალხის მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ პერიოდში შრომობს და აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ეს პანდემია იქნას დაძლეული. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მოხდა სამუშაო ადგილების შემცირება, სახელმწიფო ახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს იმისათვის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში არ ჩამოიშალოს და ამ პანდემიის დაძლევის შემდეგ მოხდეს განვითარება და ეკონომიკის სწრაფი ტემპებით აღდგენა. იმ სოციალური პროექტების გარდა, რასაც მუნიციპალიტეტები ახორციელებენ მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, ამ ყველაფერთან ერთად, საჭიროა სოლიდარობის კიდევ უფრო მეტად გამოხატვა. თითოეული პოლიტიკური თანამდებობის პირი მზად არის თავისი ხელფასიდან 1/3 გადარიცხოს Stop CoV -ის ფონდში. ამ აქციას უერთდება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ამავდროულად, ჩემი ინფორმაციით, ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია. ეს არის არამარტო პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ ეს ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ოჯახებში არსებობს სოლიდარობის განცდა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“- განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა