არჩილ ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ ინიციატივას ხელფასის ერთი მესამედის კორონავირუსის ბრძოლის ფონდში გადარიცხვის შესახებ უერთდება

რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე უერთდება „ქართული ოცნების“ ინიციატივას ხელფასის ერთი მესამედის კორონავირუსის ბრძოლის ფონდში გადარიცხვის შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

“როგორ ყველასთვის ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ქმედებები და განხორციელებული შეზღუდვები აღმოჩნდა ძალიან ეფექტური, თუმცა იმის ფონზე რომ მსოფლიო პანდემია და ვირუსი გააქტიურებულია მთელს მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაშიც იზრდება გავრცელების საფრთხე. ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების, რომ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ვირუსთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, ვუერთდები "ქართული ოცნების" ლიდერების ინიციატივას, მომდევნო სამი თვის ხელფასის ერთი მესამედი გადაირიცხოს ვირუსთან ბრძოლის ფონდში. იმედია, “ოცნების” ლიდერების ეს გადაწყვეტილება იქნება მაგალითი და ყველანი ერთად დავრწმუნდებით, რომ სიკეთე ვირუსზე მეტად გადამდებია. აღნიშნული ინიციატივა ემსახურება ერთადერთ მიზანს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას, მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვას, რაც ყოველთვის იყო და არის ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი”, - აცხადებს არჩილ ჯაფარიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა