სამცხე-ჯავახეთში რწმუნებული "ქართული ოცნების" ინიციატივას უერთდება

სამცხე-ჯავახეთში რწმუნებული "ქართული ოცნების" ინიციატივას უერთდება

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი უერთდება ინიციატივას ხელფასის ერთი მესამედის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხვის შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინიტრაცია ავრცელებს.

„ვუერთდებით "ქართული ოცნების" გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც ითვალისწინებს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ის გადარიცხვას, სამი თვის განმავლობაში. ყველას ეძლევა საშუალება შეიტანოს თავისი წვლილი გამოწვევასთან ბრძოლაში”, - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.