აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლამდე ქალი, ერთი კვირის წინ თურქეთში იმყოფებოდა

აჭარაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლამდე ქალი, ერთი კვირის წინ თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა და იგი კლინიკაში ტემპერატურის მატებით მოათავსეს.

ზაალ მიქელაძის თქმით, კლინიკა "მედალფაში" 8 ინფიცირებულს მკურნალობენ.

"ბოლო დღე-ღამის მანძილზე 35 პირზე პასუხი უარყოფითი მოვიდა და ერთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს - ეს არის საკარანტინო ზონიდან. მოქალაქეს მორიგი თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდა, აუღეს კვლევისთვის ბიოლოგიური მასალა და მას "კოვიდ 19" დაუდასტურდა. კლინიკა "მედალფაში" ამ ეტაპისთვის 8 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მოქალაქე თურეთიდან ერთი კვირის წინ ჩამოვიდა, მას საბაჟო კონტროლისას ტემპერატურა არ ჰქონდა, თუმცა საკარანტინო ზონაში მაინც გადაგვყავს ასეთი მოქალაქეები. დაახლოებით 60 წლამდე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი მიმდინარეობისაა“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მიისვე თქმით, საერთო ჯამში, 2000-ზე მეტი მოქალაქეა საკარანტინო სივრცეში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა