რუსთავის მერია მოსახლეობის დახმარების კამპანიას აგრძელებს

რუსთავის მერია მოსახლეობის დახმარების კამპანიას, რომელიც მათთვის პროდუქტისა და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტების მიტანას გულისხმობს, აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ კამპანიას რუსთავის მერია მოხალისეების მეშვეობით ახორციელებს. ბენეფიციართა შერჩევა, არა მხოლოდ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების ბაზიდან, არამედ მერიის ცხელ ხაზზე შესული ზარების მიხედვითაც ხდება.

მერიის დახმარებას დღეს, 4 აპრილს 300 ოჯახი მიიღებს. ცხელ ხაზზე შემოსული ზარების და მოხალისეების დახმარებით, მოსახლეობასთან კომუნიკაცია რუსთავის მერიამ მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო. დღემდე მუნიციპალიტეტისგან სასურსათო პაკეტი, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ოჯახების ჩათვლით, 4 ათასზე მეტ ბენეფიციარს აქვს მიღებული.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია თითოეულ რუსთაველამდე მივიდეს -დღეიდან დამატებით ავამოქმედეთ კიდევ ხუთი ნომერი ცხელ ხაზზე. აქამდე ცხელი ხაზის სამი ოპერატორის მეშვეობით ხდებოდა მოსახლეობის ზარების მიღება, დღეიდან მათ უკვე რვა სხვადასხვა ნომერზე შეუძლიათ დარეკონ. ამ გზით გვინდა, რომ რუსთაველებს ჩვენთან კომუნიკაცია გავუმარტივოთ და დისტანციური ურთიერთობა კიდევ უფრო მოქნილი გავხადოთ. ვაგრძელებთ სურსათით დახმარების კამპანიასაც და დღეს მოხალისეები 300 რუსთაველ ოჯახს მიუტანენ სასურსათო პაკეტს. მინდა, რომ რუსთაველებმა იცოდნენ, ჩვენ ვმუშაობთ, არ ვჩერდებით, მთავარია, მათ დაიცვან რეკომენდაციები, დარჩნენ სახლში და ეს იქნება მათი მხრიდან საქართველოსთვის და რუსთავისთვის გაწეული დახმარება. რაც შეეხება ვირუსის შემთხვევებს რუსთავში, ამ მხრივაც მინდა, რომ მშვიდად იყვნენ, რადგან თითოეული შემთხვევა მაქსიმალური კონტროლის ქვეშაა და განგაშის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერია, მოსახლეობასთან კომუნიკაციის გასამარტივებლად, დამატებით ზომებს იღებს - დღეიდან რუსთავის მუნიციპალიტეტში მოქმედი ცხელი ხაზის პარალელურად, ქოლ ცენტრი ამოქმედდა.

„მოსახლეობას ოცდაოთხსაათიან რეჟიმში შეუძლია დარეკოს ნომრებზე: 0(341) 255127, 255183, 270005. დილის 10:00 საათიდან საათიდან 18:00 საათამდე კი, მათ მერიის ოპერატორები დამატებით, შემდეგ ნომრებზე მოემსახურებიან: 0(341)255109, 255186, 255098, 255118, 255142. რუსთავში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსუსის 7 შემთხვევაა დადასტურებული. ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების შენობაში გახსნილ ცხელების ცენტრში, სულ 13 ადამინია მოთავსებული, აქედან 9 გუშინ ღამით შეიყვანეს ვარშავის რეისიდან, 4 მოქალაქემ კი წინა დღეებში თავად მიმართა,“ - ნათქვამია რუსთავის მერიის ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა