საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 162 - მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330 პირი.
ინფორმაციისთვის, 162 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ერთი გარდაიცვალა.