რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ე.წ. „ცხელების ცენტრები“ მოეწყო

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ე.წ. ,,ცხელების ცენტრები“ მოეწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ცენტრები მოწყობილია ონისა და ლენტეხის საავადმყოფოებში. არსებულ ვითარებას ადგილზე სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე გაეცნენ. მათ კლინიკის ხელმძღვანელებისგან არსებული მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. კლინიკებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, რომელიც მკაცრად კონტროლდება. ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში, ადამიანებს შეეძლებათ მიმართონ მათ რეგიონში არსებულ ცხელების ცენტრებს, რეგიონის ხელმძღვანელები გადაუდებელი სასწრაფო დახმარების თანამშრომლებსაც შეხვდნენ და პაციენტის მიღებიდან განსახორციელებელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.

"პრემიერ- მინისტრის დავალების შესაბამისად, დღეს ადგილზე გავეცანით თუ როგორ მუშაობს კოორდინირებულად საავადმყოფოს, გადაუდებელი სასწრაფო დახმარებისა და ოჯახის ექიმების ყველა რგოლი, გვაქვს სრული მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში ცხელების კლინიკებში მივიღოთ პაციენტები, სადაც ჩაუტარდებათ დიაგნოსტირება და განისაზღვრება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა",-განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა