თავდაცვის ძალები ზუგდიდში შვიდ პუნქტს აკონტროლებს

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადა ქ. ზუგდიდში შვიდ საკონტროლო გამშვებ პუნქტს 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბრიგადის პირადი შემადგენლობა ქალაქში შემავალი და გამომავალი ყველა სატრანსპორტო საშუალების კონტროლსა და სპეციალურად მოწყობილ ადგილას სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას უზრუნველყოფს.

უწყების ინფორმაციით, სამხედრო სამედიცინო ჯგუფის მიერ კი, საგუშაგოებზე მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.

„ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-თან კოორდინაციით შეტყობინებას საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრსა და დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრში აგზავნიან. ამის შემდეგ კი, მოქალაქე შესაბამის სამედიცინო ცენტრში გადაჰყავთ“, - აღნიშნულია ინფორმაცაიში.

დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მიერ სულ 25 გადაადგილების კონტროლისა და გადაადგილების შეზღუდვის პუნქტია მოწყობილი.

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ზუგდიდის საკონტროლო გამშვებ პუნქტებს საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მხარდაჭერის მიზნით აკონტროლებენ.

იხილეთ ვიდეო: თავდაცვის ძალები ზუგდიდში შვიდ პუნქტს აკონტროლებს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს