კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთი აჭარაში დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მე-9 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ქალია, მას 8 ინფიცირებულიდან ერთ-ერთთან ჰქონდა კონტაქტი.

80 წლის ქალი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.​

"დღეს დილით დაგვემატა მე-9 დადასტურებული შემთხვევა, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი პაციენტის კონტაქტირებული პირი. გახლდათ საკარანტინო სივრცეში, 80 წლამდე პირია, რომელსაც მსუბუქი რესპირაციული ჩივილები აქვს. ის კლინიკა ''მედალფაშია'' გადაყვანილი. რაც შეეხება გუშინდელი პირების ლაბორატორიული კვლევის პასუხები გახლავთ უარყოფითი.

ამ ეტაპზე, ინფექციურ საავადმყოფოში გვყავს ხუთი შესაძლო ინფიცირებული პირი, რომელთა პასუხებს ველოდებით დღის განმავლობაში. კლინიკა ''მედალფაში'' არსებული ყველა პაციენტის მდგომარეობა, გარდა ერთისა საშუალო და მსუბუქი ხასიათისაა. ოთხს აღენიშნება პნევმონია, მაგრამ მსუბუქი ხასიათის და არ პროგრესირებს ცუდისკენ, რაც შეეხება ერთის მდგომარეობას ის რჩება მძიმე სტაბილურ მდგომარეობაში",- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.

შედეგად, აჭარაში კორონავირუსით 9 ადამიანია ინფიცირებული, ისინი კლინიკა "მედალფაში" არიან მოთავსებული.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 170-ს შეადგენს. 36 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, ერთი კი გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა