რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დადებითია და საყურადღებო

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის თეა თავართქილაძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან ორს სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია აღენიშნება, თუმცა არც ერთი მათგანი კორონავირუსით ინფიცირებული არ არის. ამასთან, თავართქილაძის განმარტებით, კორონავირუსზე ტესტირება 16 პაციენტს ჩაუტარდება და მათი მონაცემები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

„ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50 პაციენტი წევს, აქედან 6 პაციენტი არის რეანიმაციულ ბლოკში. ერთი არის დადასტურებული შემთხვევა.

დაახლოებით 16 პაციენტი გაიტესტება. 4 პაციენტი კარანტინის ზონაში გადადის და ხუთი პაციენტი ბინაზე ეწერება. სტაციონარში მყოფი ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კორონავირუსზე დადებითი პასუხის მქონე პაციენტის მდგომარეობაც დადებითია და საყურადღებო. 6 პაციენტიდან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ორ პაციენტთან არის სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია, მაგრამ მათგან არც ერთი არ არის COVID19-ზე დადებითი“, - აცხადებს თავართქილაძე.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულია 50 წლამდე ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც საყურადღებოა.

„ის შუახნის ქალბატონია, 50 წლამდე ასაკის და უკვე დადასტურებულ კლასტერს მიეკუთვნება. ამ ქალბატონს თანდართული დაავადებები არ აღენიშნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საყურადღებოა“,-აცხადებს თავართქილაძე.

იხილეთ ვიდეო: რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დადებითია და საყურადღებო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა