ბესიკ ამირანაშვილმა ახალციხეში არსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, ქართულ და სომხურ ენებზე საინფორმაციო ფლაერები დაარიგა

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ახალციხეში არსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, ქართულ და სომხურ ენებზე მომზადებული საინფორმაციო ფლაერები დარიგა, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით მომზადდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის, შეზღუდვების, წესებისა და რეკომენდაციების შესახებ მომზადებული საინფორმაციო მასალის გავრცელება, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების დახმარებით აქტიურად მიმდინარეობს.

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატის სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის თინა ღოღელიანის განმარტებით, 100 000 ფლაერი ეთნიკური უმცირესობებისთვის სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში დარიგდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა