ერთ-ერთი ინფექციონისტის კორონავირუსით ინფიცირების გამო, საჩხერის სამედიცინო ცენტრის პერსონალი იზოლაციაში იმყოფება

საჩხერის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალი იზოლაციაში იმყოფება. ასამდე თანამშრომლის იზოლირება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ერთ-ერთ ინფექციონისტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, თანამშრომლებს ტესტები ჩაუტარდათ და ანალიზების პასუხებს ელოდებიან.

ექიმ-ინფექციონისტს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან, ჯერ უცნობია, საიდან მოხდა დაინფიცირება. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ექიმი პაციენტებთან ეკიპირებით იყო შესული. ექიმები პასუხის მიღებამდე კლინიკას არ ტოვებენ.

მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, გამოკვლეულია აღნიშნული პაციენტის კონტაქტები და ახლოკონტაქტში მყოფ პირებს ანალიზები აუღეს, პასუხებს დღეს მიიღებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო