მეუფე გრიგოლი სააღდგომო ლიტურგიაზე  - საგანგებო ვითარებაში ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია, პასუხისმგებლობის ტვირთი აიღოს და ამცნოს ქვეყანას თავისი გადაწყვეტილება, კათოლიკოს-პატრიარქია

ამ წუთას რა მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუ არ მიმდინარეობს პატრიარქსა და მთავრობას შორის, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ საგანგებო ვითარებაში ერთადერთი ადამიანი ალბათ, ვისაც შეუძლია, ეს პასუხისმგებლობის ტვირთი აიღოს და ამცნოს ქვეყანას თავისი გადაწყვეტილება, ეს იქნება კათოლიკოს-პატრიარქი, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ ჩატარდება სააღდგომო წირვა-ლოცვა და მიმდინარეობს თუ არა აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება ხელისუფლებასა და საქართველოს პატრიარქს შორის.

მეუფეს თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამო, სინოდი ვერ შეიკრიბება და გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს.

"ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და ყველაფერი, რაც ეხება თითოეულ მოქალაქეს, გვეხება ჩვენც, ბუნებრივია. კანონებს ჩვენ არ ვადგენთ. თავისთავად ცხადია, ვექვემდებარებით კანონის მოქმედებას, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ საზოგადოების კეთილდღეობისკენ სწრაფვას.

რაც შეეხება ღვთისმსახურებას, ამ წუთას რა მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუ არ მიმდინარეობს პატრიარქსა და მთავრობას შორის, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ საგანგებო ვითარებაში ერთადერთი ადამიანი ალბათ, ვისაც შეუძლია, ეს პასუხისმგებლობის ტვირთი აიღოს და ამცნოს ქვეყანას თავისი გადაწყვეტილება, ეს იქნება კათოლიკოს-პატრიარქი. რადგან, ორი კაცი შეიკრიბება თუ ათი კაცი, მღვდელმთავრები, ეს არ იქნება მთლიანად ეკლესიის ხმა და არ იქნება საერთო სულისკვეთების გამომხატველი. აქედან გამომდინარე, ვითვალისწინებთ რა, რომ საგანგებო ვითარებაა, ასე ვთქვათ, ფორსმაჟორი არის, როგორც იტყვიან, სინოდი ვერ შეიკრიბება, თუნდაც იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაზეც საუბარია.

ალბათ, კათოლიკოს-პატრიარქი მიიღებს გადაწყვეტილებას. ადამიანებს, ვინც ებრძვიან ამ ვირუსებს და მკურნალობენ, თუ ისინი ამბობენ, როგორც პატრიარქი გვეტყვის ისე მოვიქცევითო, მე როგორ ვიტყვი ახლა მღვდელმთავარი.... რა თქმა უნდა, ამ ფორსმაჟორში მისი აზრი ჩვენთვის ძალიან საინტერესო და გასათვალისწინებელი იქნება“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლის თქმით, თუ ადამიანებს ექნებათ ტაძარში მისვლის შესაძლებლობა, სააღდგომო ლიტურგია აუცილებლად ტაძრის გარეთ ჩატარდება.

"ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ტაძარში მოსვლისა, მაშინ მსახურება გაიმართება გარეთ, აუცილებლად. ეს დიდი ალბათობით ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს იქ, სადაც წყალკურთხევის ემბაზია, შეიძლება იქ აღსრულდეს მსახურება, სადაც ირგვლივ დიდი სივრცეა და ადამიანებს ექნებათ საშუალება დაესწრონ, თუ ამის შესაძლებლობა მიეცათ მათ. თუ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ, უამისოდ შესრულდება. უსისხლო მსხვერპლშეწირვა, რასაც ჩვენ ლიტურღიას ვეძახით აუცილებლად შესრულდება“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა