საჩხერის მერის მოადგილე  აცხადებს, რომ პროდუქტები წესების სრული დაცვით დარიგდა და საფრთხე არავის ემუქრება

საჩხერის მერს, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 80-ზე მეტ მოხუცებულთან ჰქონდა შეხება, რომელთაც საკვები პროდუქტები დაურიგდა. ამის შესახებ საჩხერის მერის მოადგილემ ოთარ ომიაძემ განაცხადა. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, მერიის მიერ მოხუცებისთვის პროდუქტების დარიგება ყველა წესის დაცვით ხდებოდა.

„მერია დიდი ხანია დისტანციურ მუშაობაზეა გადასული, თუმცა რამდენიმე დღის წინ მერი თანამშრომლებთან ერთად საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა. პროდუქტები წესების სრული დაცვით დარიგდა და საფრთხე არავის ემუქრება“, - განმარტავს ოთარ ომიაძე.

ამ ეტაპზე მერიაში ლუგარის ლაბორატორიის პასუხს ელოდებიან. ოთარ ომიაძის განცხადებით, თუ მერის მეუღლეს განმეორებითი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა, შესაბამის ზომებს მიიღებენ და კონტროლი გამკაცრდება.

მისი თქმით, თანამშრომლების უმეტესობა, იზოლაციაშია, ასევე ყოველდღიურად ხდება მერიის შენობის დეზინფექცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა