შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, პირებს, რომლებიც რუსთავის საკრებულოს კორონავირუსით ინფიცირებულ დეპუტატთან და მის ოჯახთან არიან დაკავშირებული, კორონავირუსის სიმპტომები ჯერჯერობით არ აქვთ

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავშირებული არიან კორონავირუსით ინფიცირებულ რუსთავის საკრებულოს წევრთან და ეროვნულ ბანკთან ჯერჯერობით კორონავირუსის არავითარი სიმპტომი არ აღენიშნებათ.

როგორც რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის კუთხით ყველა შესაბამისი ზომაა მიღებული.

მისი თქმით, 9 მოქალაქეს, რომლებსაც ცხელება აეროპორტში დაუფიქსირდათ, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

„მხარეში COVID19-ის ახალი გამოვლინების ფაქტი არ გვაქვს. რაც შეეხება ქალაქის საავადმყოფოში მოთავსებულ 9 მოქალაქეს, რომლებიც აეროპორტიდან ცხელებით შემოვიდნენ, მათთან გუშინ ჩამოსული იყვნენ ლუგარის ლაბორატორიიდან, შესაბამისი მასალა წაღებული იყო კვლევისთვის და ყველასთან უარყოფითი შედეგია.

რაც შეეხება იზოლაციაში მყოფ საკრებულოს წევრებს და იმ პირველ კონტაქტებს, რომლებიც ბანკსა და საკრებულოს წევრის ოჯახთან არიან დაკავშირებულნი, მეთერმეტე დღეა და ვირუსის არავითარი სიმპტომი არ გვაქვს. პრევენციის კუთხით, რაც შეიძლებოდა ზომები მიღებულიყო, იმ არეალში, იმ კორპუსში მიღებული გვაქვს“,- აცხადებს რეხვიაშვილი.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდა. თავდაპირველად ინფექცია დაუდასტურდა საკრებულოს წევრის დედას, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა