კახა სიორიძე -  ოზურგეთის მერის გადაწყვეტილება, მერიის მაღალი თანამდებობის პირებისთვის პრემია-დანამატების გაცემის თაობაზე მორალისა და ეთიკის ყოველგვარ ჩარჩოებს სცდება

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, კახა სიორიძის განცხადებით, მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მაღალი თანამდებობის პირებისთვის პრემია დანამატების დარიგების შესახებ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.

სიორიძის თქმით, ამ კრიტიკულ დროს ისარგებლო მომენტით და მიიღო პრემიების გაცემის გადაწყვეტილება მორალისა და ეთიკის ყოველგვარ ჩარჩოებს სცდება.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება მერიის მაღალი თანამდებობის პირებისთვის პრემია/დანამატების გაცემის თაობაზე სცდება მორალისა და ეთიკის ყოველგვარ ჩარჩოებს. ამ კრიტიკულ დროს, როდესაც ქვეყანა, მისი თითოეული მოქალაქე მობილიზებულია და ვირუსის დასამარცხებლად იბრძვის, როდესაც მთელი ყურადღება მიმართულია ამ ბრძოლაში გამარჯვებისკენ, ისარგებლო მომენტით და მიიღო პრემიების გაცემის გადაწყვეტილება, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი სოციალური დახმარების კამპანიაშია ჩართული, გვერდით უდგას ადამიანებს, რომლებსაც დახმარება რეალურად სჭირდებათ, როდესაც ადამიანები თანხების მობილიზებას ახდენენ და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან ჩვენი ქვეყნის ყველაზე დაუცველ ნაწილს, თანამდებობის პირი კი, თუნდაც არჩეული, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, საკუთარ თანამშრომლებს და რაც ყველაზე სამწუხაროა, მაღალი თანამდებობის პირებს პრემია დანამატებს ურიგებს, ეს საქციელი ყოვლად დაუშვებელია.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს ქმედება და ვემიჯნებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ამ გადაწყვეტილებას.

კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ცდილობს, მაქსიმალურად კონსტრუქციულად აკრიტიკოს ხელისუფლება როგორც ცენტრალური, ასევე მუნიციპალური ხელისუფლების დონეზე, თუმცა არის საკითხები, რომლებსაც ჩვენ ვერ დავტოვებთ რეაგირების გარეშე’’, - განაცხადა კახა სიორიძემ.

აღნიშნულ კომენტარს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?