სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანა, თვითიზოლაციაშია

სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირებული 67 წლის პაციენტი ცხელების ცენტრში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ ამ დროისთვის ვირუსის სიმპტომები არ აქვთ, თუმცა დაკვირვება მიმდინარეობს.

67 წლის მამაკაცი ცენტრში ორი დღის წინ ტემპერატურით შეიყვანეს და კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, რის შემდეგაც, მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია მისი მეუღლეც. პაციენტს ანალიზი აუღეს და გადაგზავნილია ქუთაისის ლაბორატორიაში, პასუხი კი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ეპიდემიოლოგები მამაკაცის კონტაქტებს სწავლობენ, რადგან მისი დაინფიცირების პირველწყარო უცნობია. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს, შესაბამისად არც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოში აცხადებენ, რომ მისი კონტაქტები არც ისე ფართოა. პაციენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევიდანაა. ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა