ქუთაისის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ხელფასების 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები უერთდებიან პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში, სახელისუფლებო გუნდის თანამდებობის პირებმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთი მესამედი გადარიცხონ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან ცნობეს.

„რთული ვითარებაა ქვეყანაში და ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გარდა იმისა, რომ მაქსიმალურად ეფექტურად შევასრულოთ ჩვენზე დაკისრებული მოვალეობები, დამატებითი წვლილიც უნდა შევიტანოთ covid19-თან ბრძოლის საქმეში.

ვუერთდები „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებულ სოლიდარობის აქციას და მომდევნო სამი თვის მანძილზე ჩემი ხელფასის 1/3-ს გადავრიცხავ StopCoV ფონდში. იგივეს გააკეთებენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები.

მჯერა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ეს ფორმა, მთვარობის მიერ გატარებულ უამრავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებასთან ერთად, დადებით როლს შეასრულებს პანდემიასთან გამართულ ბრძოლაში და ამ აქციას, მატერიალურთან ერთად, უდიდესი მორალური ღირებულებაც ექნება!“ - აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა