ალექსანდრე მოწერელია ფოთის ბაზარში არსებულ ვითარებას გაეცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის აგრარულ ბაზარში არსებულ ვითარებას გაეცნო.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიიდან აცნობეს, სახელმწიფო რწმუნებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის და სოციალური დისტანცირების საკითხებით დაინტერესდა.

“2 აპრილს, ალექსანდრე მოწერელიამ, საკოლმეურნეო ბაზრების ადმინისტრაციები გააფრთხილა დაეცვათ სოციალური დისტანცია და გაეთვალისწინებინათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმოადგენლები გასცემენ.

3 აპრილს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის გადაწყვეტილებით, სენაკის აგრარული ბაზარი ორშაბათიდან იხურება, მიზეზი გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობაა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა