ლევან რატიანის განცხადებით, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი 62 და 80 წლის პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, დღეს გარდაცვლილი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია.

მისივე თქმით, მათ კლინიკაში ამჟამად ლუგარის ლაბორატორიიდან ტესტის პასუხს მისი შვილიშვილი ელოდება.

„რაც შეეხება პაციენტს, რომელიც დღეს დილით გარდაიცვალა, განგიმარტავთ, რომ 21 დღის განმავლობაში მის ოჯახის წევრს ჰქონდა ცხელების ეპიზოდი და ტყუილი ინფორმაციაა, რომ არ იცოდა ეპიდკერა. იცოდა და უნდა ვთქვა, რომ მისი ახალგაზრდა შვილიშვილი იმყოფება ჩვენს კლინიკაში და ელოდება ლუგარის ტესტს. აქედან გამომდინარე, ვიცით ქალბატონს, საიდან გადაედო ინფექცია და ვიცით, ინფექციის წყაროს არსებობა“, -განაცხადა რატიანმა.

მან ასევე ისაუბრა სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ლევან რატიანის განცხადებით, 62 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც უკვე მოხსნილია აპარატიდან სტაბილურია, ასევე, სავარაუდოდ რამდენიმე საათში მოიხსნება მართვითი სუნთქვიდან 80 წლის პაციენტიც.

„რაც შეეხება ჩვენს ორ ძველ პაციენტს, პირველ და მეორე ქალბატონს, 62 წლის ქალბატონი, რომელიც მოხსნილი გვყავს აპარატიდან, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ხვალისთვის გადავა განყოფილებაში, მეორე ქალბატონი 80 წლის, რომელიც არის, რომელიც ასევე ძველი პაციენტია, ისიც გამარტივებულ რეჟიმზეა და ალბათ, რამოდენიმე საათში მოიხსნება მართვითი სუნთქვიდან.

რაც შეეხება ორსულებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია, ასევე სტაბილურია 13 წლის ბავშვის მდგომარეობა“, -განაცხადა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანი მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებსაც მოუწოდებს, დაიცვან დისტანცია.

„ერთი რამ მინდა ვუთხრა კიდევ მთელ ჩვენს ქვეყანას და თქვენც, რაც შეიძლება დისტანცირებული ვიყოთ ერთმანეთისგან, რადგან არავინ ვიცით ამ ვირუსის სტრატეგია, მე პირადად თქვენ მოგიწოდებთ, ნუ დადიხართ ასე და ნუ ეხუტებით ერთმანეთს. დავცილდეთ ერთმანეთს“, - განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 170-ს შეადგენს, მათგან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი. გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა