ზვიად შალამბერიძემ იმერეთის რეგიონში ცხელების ცენტრები დაათვალიერა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ იმერეთის რეგიონში ცხელების ცენტრები დაათვალიერა.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ზვიად შალამბერიძის განცხადებით, იმერეთში სამი ცხელების ცენტრი მოქმედებს და სამივე მათგანი პაციენტებს სრულფასოვნად მოემსაუხრება.

"იმერეთის მასშტაბით შეირჩა სამი კლინიკა, რომელიც იმუშავებს როგორც ცხელების ცენტრები. ეს არის ქუთაისში, თერჯოლასა და სამტრედიაში, შესაბამისად ის პაციენტები, რომლებსაც ექნებათ პირველადი სიმპტომები მიმართავენ სწორედ ამ კლინიკებს, სადაც მოხდება მათი კლასიფიკაცია და შესაბამისად რეაგირება", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

უწყების ცნობით, რეგიონების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს დავალებები, სრული მზაობა არსებობდეს თერმოსკრინინგის პროცესისა და ჰოსპიტალური სექტორის შესაბამისობის, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის სისტემისა და ოჯახისა და სოფლის ექიმების მობილიზაციის კუთხით.

“ამასთან, დროულად უნდა დასრულდეს ე.წ ცხელების კლინიკების მოწესრიგებისა და შესაბამისი მედპერსონალის მზადყოფნის პროცესი.

პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დღეს რეგიონში ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებას სტუმრობს, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული.

სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის მასშტაბით კლინიკების ხელმძღვანელებს და სამედიცინო პერსონალს ხვდება და მზადყოფნის შესახებ ინფორმაციას პირადად მათგან ისმენს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს