ანონსი 6 აპრილი

6 აპრილს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, დისტანციური დისკუსიების სერიას „ადამიანის უფლებები პანდემიის დროს“ გამართავს.

6 აპრილს, 11:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ბრიფინგს გამართავს.

ბრიფინგის ნახვა შესაძლებელია ონლაინ.

6 აპრილს, 11:30 საათზე, ახალ მზიურში, (მზიურის კაფეს ღია სივრცე) ბიოლოგი, SEED საქართველოს დირექტორი ლევან ბუთხუზი, მიკრობიოლოგი, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მელაშვილი და საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტი, ვეტერინარი მარიამ ჩხიკვიშვილი განცხადებას გააკეთებენ.

თემა: covid -19-ის გავრცელების გამო, მიუსაფარი ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობისა და შინაური ცხოველების, ძირითადად ძაღლებისა და კატების, სახლიდან გამოყრისა და მიტოვების გახშირებული ფაქტები.

საკონტაქტო: მარიამ ჩხიკვიშვილი - 555 275 507

6 აპრილს, 12:00 საათზე, "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: კორონავირუსის სავალალო შედეგები და დიაგნოსტიკის სტატისტიკა

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

6 აპრილს, 14:00 საათზე, "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" საორგანიზაციო ჯგუფის მიერ შექმნილ ანტიკრიზისულ გეგმას ექსპერტებთან ერთად განიხილავს.

მის: კოსტავას 75ბ (საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

6 აპრილს, 14:00 საათზე, "ევროპული საქართველოს" პარტიის ოფისში გიგა ბოკერიას და დავით ბაქრაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა - საზღვარგარეთ ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო