ანტონიო გუტერეში - COVID19-ის გამო იზოლაციაში მყოფი ბევრი ქალი, შესაძლოა, მოძალადე პარტნიორის წინაშე ხაფანგში გაბმული აღმოჩნდეს

მშვიდობა მხოლოდ ომის არ ქონა არაა, COVID19-ის გამო იზოლაციაში მყოფი ქალები ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან და ისინი საკუთარ სახლებში დაცული უნდა იყვნენ, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

„მოგიწოდებთ მშვიდობისკენ, მშვიდობის დამყარებისკენ სახლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვიცით, რომ იზოლაცია და კარანტინი COVID19-ის შესაჩერებლად აუცილებელია, თუმცა ამით, შესაძლოა, ბევრი ქალი მოძალადე პარტნიორის წინაშე ხაფანგში გაბმული აღმოჩნდეს,“- განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მსოფლიოში მნიშვნელოვნად იმატა ოჯახური ძალადობის შემთხვევებმა.

„ბოლო კვირების განმავლობაში, გაზრდილი ეკონომიკური და სოციალური წნეხისა და შიშის ფონზე, მსოფლიოში ოჯახური ძალადობის ფაქტებმა შოკისმომგვრელად იმატა. ზოგიერთ ქვეყანაში იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც შველას ითხოვენ, გაორმაგდა. თუმცა, სამედიცინო სექტორი და პოლიცია გადატვირთულია და საკმარისი კადრები არ ჰყავთ. ადგილობრივი მხარდამჭერი ჯგუფები პარალიზებულები არიან, ან თანხები არ გააჩნიათ. ძალადობის მსხევრპლების ზოგიერთი თავშესაფარი დახურულია, ზოგიც - გადატვირთული,“- აღნიშნა გუტერეშმა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ქვეყნების მთავრობებს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ზომების გატარებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ მთავრობებს, განახორციელონ ქალების მიმართ ძალადობის პრევენცია. ეს კი გულისხმობს ონლაინ სერვისებსა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ინვესტიციის ზრდას.

სასამართლო სისტემებმა მოძალადეების სამართლებრივი დევნა უნდა განაგრძონ და თავშესაფრებით უზრუველყოფა გადაუდებელ მომსახურებად უნდა გამოცხადდეს, გარდა ამისა, ქალებს დახმარების სათხოვნელად უსაფრთხო გზები უნდა შევუქმნათ. ქალების უფლებებისა და თავისუფლების დაცვა აუცილებელია ძლიერი, სასიცოცხლო ძალების მქონე საზოგადოებების არსებობისთვის. ერთად ჩვენ შეგვიძლია და უნდა აღვკვეთოთ ძალადობა ყველგან - ომის ზონებიდან დაწყებული სახლებით დამთავრებული,“- აღნიშნა გუტერეშმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა