თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროები სარფი-ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთს მკაცრად აკონტროლებენ

საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა უკვე მეექვსე დღეა მკაცრად აკონტროლებს სარფი-ბათუმის გზის მონაკვეთს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამხედროებს გადაადგილების კონტროლის პუნქტზე 24 საათის განმავლობაში აქტიურად უწევთ სარფის საბაჟოდან შემოსული სატვირთო მანქანების სპეციალური ხსნარებით დეზინფექცია და მგზავრების თერმოსკრინინგი. მათივე ცნობით, მოძრაობა მკაცრად კონტროლდება ასევე, ქობულეთი-ბათუმისა და ხელვაჩაურის გზების მონაკვეთზე, სადაც საგანგებოდ მოწყობილ გადაადგილების კონტროლის პუნქტებზე II ქვეითი ბრიგადის სამხედროები შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებთან ერთად ახდენენ ავტომანქანების გადაადგილების კონტროლსა და მოქალაქეების ჯანმრთელობის პირველად შემოწმებას.

„საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ აჭარაში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა 6 გადაადგილების კონტროლის პუნქტს აკონტროლებს. მათგან სამ ძირითად გამშვებ პუნქტზე II ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები არიან მობილიზებული. დანარჩენი სამი კი, გადაადგილების შეზღუდული პუნქტია, სადაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დასავლეთის სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადასული სპეციალური ოპერაციების ძალებია მობილიზებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა