ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე ვერ ხერხდება, რის გამოც მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ზუგდიდის ბაზარში უსაფრთხოების ნორმების დაცვა ვერ ხერხდება. ბევრი მოქალაქე გადაადგილდება და ფიზიკურად შეუძლებელია იმ ნორმების დაცვა, რაც არის გათვალისწინებული და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული. ამიტომ, ჩვენ იძულებულები ვართ ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი დაიხუროს და გარკვეული პერიოდი გამოიყოს იმისათვის, რომ ის ტერიტორია მოწესრიგდეს“, - განაცხადა შენგელიამ.

ამასთან, ბაზრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი არავის გაუფრთხილებია, ბაზრის დაკეტვის შესახებ, ამიტომ სავაჭრო საქონელი უკვე ნაყიდი აქვთ. მოვაჭრეები ადგილობრივ ხელისუფლებას სავაჭრო დროის რამდენიმე დღით გახანგრძლივებას სთხოვენ იმისათვის, რომ უკვე ნაყიდი საქონელი გაყიდონ და არ გაუფუჭდეთ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს