მარინა ეზუგბაია - გუშინ შემოსული პაციენტებიდან ორი მძიმე პნევმონიით დაგვემატა, 22 პაციენტს საშუალო სიმძიმის პნევმონია აქვს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 18 ახალი პაციენტიდან 5 მათ კლინიკაში მკურნალობს. როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, გუშინ მოთავსებული პაციენტებიდან ორს მძიმე პნევმონია აქვს.

„კორონავურუსის 18 ახალი შემთხვევა გვაქვს, ამ 18 ახალი შემთხვევიდან 5 ჩვენს კლინიკაში არის მოთავსებული. მათი წყაროები ცნობილია, ჩვენი კონტაქტებია. ჩვენთან დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 28 პაციენტზე ტესტირება და აქედან 5 იყო დადებითი, 3 პაციენტთან გაურკევევლი პასუხებია, რაც კიდევ განმეორებით მოითხოვს ტესტირებას და დღის განმავლობაში ალბათ, ეს სიტუაცია გაირკვევა. ამ ეტაპზე ჩვენთან 38 პაციენტი წევს, გაწერილი გვყავს 29 პაციენტი. ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომლის სტაბილიზებაც ჯერჯერობით მიღებული არ არის. 4 მძიმე პაციენტი გვყავდა, რომელთა მდგომარეობის სტაბილიზაცია უკვე შესაძლებელი გახდა. გუშინ შემოსული პაციენტებიდან კიდევ ორი მძიმე პნევმონია დაგვემატა, 22 პაციენტს საშუალო სიმძიმის პნევმონია აქვს, მაგრამ ყოველთვის ვლაპარაკობთ, რომ დღევანდელი შეფასებით, საშუალო იქნება, თუ მსუბუქი შემთხვევა, შეიძლება პროგრესირება მოხდეს და ნებისმიერ დროს მძიმე გახდეს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: გუშინ შემოსული პაციენტებიდან ორი მძიმე პნევმონიით დაგვემატა, 22 პაციენტს საშუალო სიმძიმის პნევმონია აქვს - მარინა ეზუგბაია

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს