დიმიტრი ხუნდაძე - კლინიკები დღეს არიან მზად, მედპერსონალიც არის მზად, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა

მატება, სამწუხაროდ, გაგრძელდება ამიტომ, ჩვენც მოვუმატოთ იმ რეკომენდაციების შესრულების ხარისხს, რაც არის მოწოდებული, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება მოსალოდნელი გეგმით მიდის.

„ეპიდვითარება ქვეყანაში მიდის იმ მოსალოდნელი გეგმით, რაც არაერთხელ გაგვიჟღერებია. მატება, სამწუხაროდ, გაგრძელდება ამიტომ, ჩვენც მოვუმატოთ იმ რეკომენდაციების შესრულების ხარისხს, რაც არის მოწოდებული და უფრო მეტად ვიქნებით დაზღვეული და მატებაც შესაბამისად, იქნება უფრო ნაკლები“, - განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, მიმდინარეობს რეგიონული კლინიკების მონიტორინგი.

„ჩვენ რეგიონებში დავიწყეთ კლინიკების მონიტორინგი, ამ პროგრამაში ჩართული კლინიკების და შესაძლო მოსალოდნელი სცენარით იმ კლინიკების, რომლებიც ჩაერთვებიან. ჩვენ შევამოწმეთ ქუთაისი, ფოთი. დღეს ჩართული კლინიკების უმეტესობის სტანდარტები შეესაბამება არსებულ ვითარებას, მედპერესონალი გადამზადებულია, ტრენინგები გავლილი აქვთ. შესაბამისი ინფექციების კონტროლი მიმდინარეობს სწორად. არის ხარვეზები იმ კლინიკებს შორის, რომელიც მოლოდინის რეჟიმშია და ეს ხარვეზები იქნება დაკორექტირებული. ჩვენ ვაგრძელებთ სხვა რეგიონების კლინიკების მონიტორინგსაც. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის. კლინიკები დღეს არიან მზად, მედპერსონალიც არის მზად, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა