აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - აჭარაში 3 პაციენტი დაგვემატა და ჯამში 12 ინფიცირებული გვყავს

აჭარაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"აჭარის რეგიონში სამი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, საერთო ჯამში აჭარაში 12 ინფიცირებული გვყავს. კორონავირუსით ინფიცირებულები კლინიკა "მედალფაში" იმყოფებიან. ახალი შემთხვევები, ანუ სამივე მათგანი არის იმპორტირებული - ორი თურქეთიდან და ერთი ევროპის რეგიონიდან. სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო ხასიათისაა. სამივე მათგანი 45 წლის ასაკამდეა. აღნიშნული პაციენტები დიაგნოსტიკურ კვლევებს გადიან. ორი პირი საკარანტინო სივრციდან, ერთი კი აეროპორტის სასაზღვრო პუნქტიდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, სადაც კვლევის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ. მათ სხვა მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია. ამ ეტაპზე საეჭვო შემთხვევა გვაქვს, მათ ლაბორატორიულ კვლევის შედეგებს დღის განმავლობაში ველოდებით“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, საკარანტინო სივრცეს პაცინტების ნაწილი ტოვებს, თვითიზოლაციაში 100-მდე პირი იმყოფება. „აჭარაში, ერთი ადამიანი განკურნებულია და სამ ინფიცირებულ პირს განმეორებითი ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდებათ და შესაბამისას პასუხი დღის ბოლოს გვეცოდინება",- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

იხილეთ ვიდეო: აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში გააგრძელებს ქობულეთის სამედიცინო ცენტრი მუშაობას

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს