უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებით კიდევ ორი ავიარეისი განხორციელდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებით კიდევ ორი ავიარეისი განხორციელდება.

როგორც ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ფრენები 24 და 27 აპრილს, თბილისი-ბარსელონა-თბილისისა და თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებით განხორცილდება.

„დღევანდელი ჩვენი კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ კიდევ ორი ახალი მიმართულება დაემატება და 24 და 27 აპრილს განხორციელდება ფრენები თბილისი-ბარსელონა-თბილისის მიმართულებით და ასევე, თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს ფრენებიც განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. ბილეთები გაიყიდება 2 დღით ადრე მითითებული თარიღით. ჩვენ მომავალშიც ეტაპობრივად განვაგრძობთ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას", - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა უახლოესი ფრენების განრიგი:

7 აპრილი - თბილისი-ათენი-თბილისი;

10 აპრილი - თბილისი-ლარნაკა-თბილისი; 12 აპრილი: თბილისი-ბერლინი-თბილისი;

14 აპრილი - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;

16 აპრილი - თბილისი-პარიზი-თბილისი;

18 აპრილი - თბილისი-თელ-ავივი-თბილისი;

21 აპრილი - თბილისი-რომი-თბილისი.

"აღნიშნულ რეისებზე ბილეთების რეალიზაცია მოხდება ფრენის გაცხადებულ თარიღამდე ორი დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე. რეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესების შესაბამისად. ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევროთი. მთავრობის აქტიური მუშაობით, ამ ეტაპზე, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს", - განაცხადა ზალკალიანმა.

იხილეთ ვიდეო: უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებით კიდევ ორი ავიარეისი განხორციელდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა