შიდა ქართლის გუბერნატორი - ინფიცირებულთან შესაძლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი არის თვითიზოლაციაში მკაცრი კონტროლის ქვეშ

განვლილი ორი დღის განმავლობაში რეგიონში რაიმე ტიპის განსაკუთრებული გართულების შემთხვევები არ გვქონია, - აღნიშნული განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორმა საგუშაგოების შემოვლისას გააკეთა.

გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, მეჯვრისხევის მცხოვრებთან, რომელსაც კოვიდინფიცირება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაუდასტურდა, შესაძლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი მკაცრი კონტროლის ქვეშ არის თვითიზოლაციაში.

„როგორც წინა დღეებში, დაფიქსირდა წესების დარღვევის რამდენიმე ერთეული ფაქტი, თითოეულ მათგანზე არის მკაცრი რეაგირება. ასევე, მინდა ვუთხრა რეგიონის მოსახლეობას, რომ შესაბამისი სამსახურები, პირველ რიგში, ვგულისხმობ სამართალდამცავებს და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, სრულიად კოორდინირებულად მუშაობენ და ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც მათი ჩართულობა არის საჭირო, არის მაქსიმალურად დროული რეაგირება.

რაც შეეხება მეჯვრისხევს, პირადი მონაცემების დაცვის გათვალისიწინებით, არ მინდა დეტალებზე საუბარი, მაგრამ ვეტყვი ჩვენი რეგიონის მოსახლეობას, რომ გამოვლენილია ყველა შესაძლო და თეორიული კონტაქტი ამ ადამიანთან და კონტაქტში მყოფი ყველა პირი არის თვითიზოლაციაში, მკაცრი კონტროლის ქვეშ. თავად ინფიცირებული ამჟამად არ იმყოფება საქართველოში”, - აღნიშნა მხარის გუბერნატორმა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის ერთ-ერთ მცხოვრებს, რომელიც ტრაილერის მძღოლია, ახალი კორონავირუსით ინფიცირება სომხეთის ტერიტორიაზე დაუდასტურდა. ჯერჯერობიც უცნობია, სად მოხდა მამაკაცის დაინფიცირება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა