კორონავირუსის გამო არსებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე და ვირუსის აღმოფხვრამდე, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლებებს არ განახორციელებს

საქართველოში COVID19-ის გამო არსებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე და ვირუსის აღმოფხვრამდე აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლებებს არ განახორციელებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მის თქმით, იუსტიციის სამინისტროს სისტემა მუშაობდა იმაზე, რომ სსიპ-ების, რეესტრების და სხვა საჯარო მომსახურებების გაცემა განახლებულიყო. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, დღეს დილიდან ელექტრონული დისტანციური წესით მუშაობა განაახლა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

„ერთადაერთი, რასაც საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე და ვირუსის აღმოფხვრამდე აღასრულების ეროვნული ბიურო არ განახორციელებს, როგორც საქმიანობას, ეს გახლავთ ყველა ის საქმიანობა და პირველ რიგში, გამოსახლებები. ვინაიდან, ამგვარი საქმიანობა კავშირშია ოჯახში და საცხოვრის ადგილას მისვლასთან. სხვა დანარჩენი, აღსრულების ეროვნული ბიუროს ნებისმიერი სერვისი უკვე დილიდან გაიცემა. ამისთვის საჭიროა, რომ გამარტივებული წესით აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოთ „ინფომეილის“ მისამართზე, ან „ფეისბუქზე“, ან თუ კითხვა გაგიჩნდათ ცხელ ხაზზე მიიღოთ შესაბამისი ინფორმაცია. აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმიანობის პირობებში იმუშავებს ასლებით და თუკი მაინც, დედანი დოკუმენტის მიტანა გახდა საჭირო, შემნილი იქნება სპეციალური ადგილები, სადაც მოქალაქეები ამ დედნის მიტანას და დატოვებას აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშროელთან კონტაქტის გარეშე შეძლებენ“, - განაცხადა წულუკიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა