რუსთავის მერია - კორონავირუსის პრევენცის მიზნით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსთავის მერიამ მუშაობის საგანგებო რეჟიმი კიდევ უფრო გაააქტიურა

კორონავირუსის პრევენცის მიზნით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსთავის მერიამ, მუშაობის საგანგებო რეჟიმი კიდევ უფრო გაააქტიურა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის პროდუქტის და მედიკამენტის სახლში მიტანის კამპანია არც ამ დღეებში შეუწყვეტია. მოხალისეების დახმარებით, რუსთავის მერიამ უკვე 2000-მდე ისეთ ოჯახს გადასცა შემწეობა, რომლებიც შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, თანადგომას საჭიროებდნენ.

მათივე ცნობით, მოხალისეობრივ კამპანიაში, რიგით რუსთაველებთან ერთად, ,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არიან ჩართულები.

„დღევანდელი ქველმოქმედება, საქართველიოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის და ქალაქის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა. ქალაქის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოწყობილ, წითელი ჯვრის და რუსთავის მერიის საქველმოქმედო კალათის პროდუქტით შევსებაში, მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლო. აქციაში რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილეებთან - გოჩა ლორიასთან და ირმა მესხთან ერთად ჩაერთო. აღნიშნული ქველმოქმედების შედეგად, შეგროვებული პროდუქტი, მოხალისეებმა 300-მდე რუსთაველ ოჯახს მიუტანეს. პარალელურად გრძელდება საბავშვო ბაღების აღსაზრდელების სურსათით მომარაგების აქციაც, სასურსათო პაკეტი კიდევ 2400 ოჯახზე გაიცემა. 3250 ბენეფიციარს, აღნიშნული შემწეობა უკვე მიღებული აქვს. სურსათით მარაგდებიან სოციალური სასადილოების ბენეფიციარებიც, მათ ნაწილთან სასურსათო პაკეტი მოხალისეებს მიაქვთ, ნაწილს კი მუნიციპალიტეტი, სახლიდან სასადილომდე ტრანსპორტით უზრუნველყოფს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია