გიორგი ვაშაძე - დღეს ნომერ პირველი პრობლემა ისევ და ისევ არის დიაგნოსტიკა, სწრაფი ტესტირება - ლამის ბოლო ადგილზე ვართ მსოფლიოში დიაგნოსტიკის და ტესტირების რაოდენობით

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მთავარ პრობლემას ისევ და ისევ სწრაფი დიაგნოსტიკა წარმოადგენს. მისივე თქმით, საერთაშორისო მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო დიაგნოსტიკის და ტესტირების რაოდენობით, მსოფლიოში თითქმის ბოლო ადგილზე იმყოფება.

„დღეს ნომერ პირველი პრობლემა, ქვეყანაში ისევ და ისევ არის დიაგნოსტიკა, სწრაფი დიაგნოსტიკა, სწრაფი ტესტირება. ერთ კვირაზე მეტია ხმა არ ამოგვიღია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ უკვე საერთაშორისო ციფრები და მაჩვენებლებიც ცხადყოფს, რომ ჩვენ ფაქტობრივად ლამის ბოლო ადგილზე ვართ მსოფლიო მასშტაბით დიაგნოსტიკის და ტესტირების რაოდენობით. გვისწრებს სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი და ა.შ. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სწრაფი დიაგნოსტიკა. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გვქონდეს ნაკლები გავრცელება, გაცილებით სწრაფად დიაგნოსტირებული გვქონდეს ინფიცირებული პაციენტები, გვქონდეს ნაკლები სიკვდილიანობა, გვქონდეს ნაკლები კარანტინი, გვქონდეს ნაკლები შიმშილი ქვეყანაში და აი ამისთვის არის მნიშვნელოვანი სწრაფი დიაგნოსტიკა. მე კიდევ ერთხელ მინდა მთავრობას ვთხოვო, რომ აქ მოდი მეთოდოლოგიებზე ნუ ვიმსჯელებთ და ნუ დავიწყებთ ამაზე საუბარს. დიაგნოსტიკის გარეშე შეუძლებელია არეალის შეზღუდვა იმიტომ, რომ დღეს შესაძლებელია საქართველოში, ქუჩაში დადიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ კორონავირუსი და რომლისგანაც შეიძლება დაინფიცირდეს თითოეული ჩვენგანი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა