რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორის განცხადებით, ამ დროისთვის რეგიონში თვითიზოლაციასა და კარანტინში არც ერთი ადამიანი არ ჰყავთ

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ამ დროისთვის რეგიონში თვითიზოლაციასა და კარანტინში არც ერთი ადამიანი არ ჰყავთ.

"ამ დროისთვის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში არ გვყავს არც ერთი პაციენტი თვითიზოლაციაში და კარანტინში, ყველა მოხსნილია უარყოფითი დიაგნოზით. სულ გვყავდა 72 პაციენტი, მათ შორის 67 თვითიზოლაციაში და 5 საკარანტინო ზონაში. მუნიციპალიტეტების მერებს მივეცი დავალება, დღეიდან, საჭიროების შემთხვევაში მაღალი რისკჯგუფის მქონე ადამიანების გადაადგილება, საკვებისა და მედიკამენტების შესაძენად, უზრუნველყონ სოფლის რწმუნებულმა და დეპუტატმა, მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. შესაბამისად, თუ ვერ ახერხებთ ტრანსპორტირებას და გაქვთ აუცილებელი საჭიროება მიმართეთ მათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება”, - განაცხადა ჯაფარიძემ, რომლის კომენტარს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა