ფოთის ცხელების ცენტრში ვირუსის სიმპტომებით 38 წლის ქალი შეიყვანეს, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტიდანაა

ფოთის ცხელების ცენტრში მწვავე რესპირატორული სიმპტომებით წალენჯიხიდან 38 წლის ქალი შეიყვანეს. პაციენტი კოვიდ 19-ით დაინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტებიდანაა. ექიმების ინფორმაციით, მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.

„პაციენტი შემოყვანილია წალენჯიხიდან, 38 წლის ქალბატონი, მწვავე რესპირატორული სიმპტომებით. აღენიშნებოდა ტემპერატურა, ყელისა და თავის ტკივილი. პაციენტი მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. მას უტარდება შესაბამისი კლინიკო-დიაგნოსტიკური კვლევები. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეპიდ ანამნეზიიდან ირკვევა, რომ ეს პაციენტი არის დაინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტებიდან. გამოძახებული არიან ეპიდემიოლოგები, მოხდება ბიოლოგიური მასალის აღება და გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში,“ - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს