სოციალური აქციის ფარგლებში ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ  "ორიონს" სასურსათო ამანათები გადაეცა

სოციალური აქციის ფარგლებში, სასურსათო ამანათები, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ - "ორიონს" გადაეცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო ცენტრში, სასურსათო პროდუქტები მოხალისეებთან ერთად, ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ და მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ მიიტანეს.

შალვა კიკნაველიძის განცხადებით, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად. მისი თქმით, სასურსათო ამანათებს მიიღებს ყველა ის სოციალური ჯგუფი, რომელთაც დახმარება განსაკუთრებულად ესაჭიროებათ. დეპუტატმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ სთხოვა გაითვალისწინონ რეკომენდაციები და გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ასევე სხვების ჯანმრთელობას.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოციალური კამპანია 29 მარტიდან დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, სასურსათო ამანათები სხვადასხვა სოციალურმა ჯგუფებმა მიიღეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა