აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 3 პაციენტი კლინიკას დატოვებს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 3 პაციენტი კლინიკას დატოვებს

ბათუმში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი პაციენტი კლინიკას დატოვებს. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, მოქალაქეებს განმეორებითი ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი აღარ დაუდასტურდათ.

მისი თქმით, კლინიკა "მედალფაში" 9 ინფიცირებული დარჩება.

"რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი მეორე ტესტის შედეგი, სამი პაციენტი კლინიკურად ჯანმრთელია და დღეს დატოვებს კლინიკას", - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

აჭარაში, საკარანტინო სივრცეში 2050-ზე მეტი მოქალაქეა მოთავსებული.