ზაალ მიქელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ბათუმში, კლინიკა "მედალფაში" კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა , - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"სხვა ინფიცირებულ პაციენტებთან მიმართებაში, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო ან საშუალოზე უფრო ნაკლები სიმძიმის მიმდინარეობაა. რაც შეეხება ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მედდას, რომელიც ინფიცირებულია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მედდას მინიმალური კლინიკური ნიშნები აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ისიც მალე შეუერთდება ამ გამოჯანმრთელებულების რიგს", - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ცნობისთვის, კლინიკა "მედალფაში" 9 ინფიცირებული მკურნალობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს