აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და უმაღლესი საბჭო „ქართული ოცნების“  ინიციატივას უერთდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები უერთდებიან „ქართული ოცნების“ ინიციატივას და სახელფასო ანაზღაურებიდან თანხის ნაწილს კორონოვირუსთან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ხელფასების ნაწილი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ. აფხაზეთის მთავრობის პარალელურად სოლიდარობის აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოც ერთვება. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ და წვლილი შევიტანოთ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში“ , - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა