შალვა კერესელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, დარჩნენ სახლში და შეასრულონ საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, დარჩნენ სახლში და შეასრულონ საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მცხეთა-მთიანეთი კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში ერთ-ერთი წარმატებული რეგიონია საქართველოში. მათივე ცნობით, ამ დრომდე, რეგიონში მცხოვრები არც ერთი მოსახლის ინფიცირების ფაქტი არ დადასტურებულა.

„მოგეხსენებათ, დღეს, ჩვენი რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის მოსახლეობას საგანგებო მდგომარეობის პირობებში უწევს ცხოვრება. ხელისუფლების ყველა შესაბამისი უწყება და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების პრევენციის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. სახელმწიფოს დროული, ადეკვატური და მიზანმიმართული ნაბიჯების წყალობით, საქართველო COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებლებით.

ამ რთულ და მწვავე ბრძოლაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობა. მცხეთა-მთიანეთი, ყველა დანარჩენ რეგიონთან ერთად, ვირუსის პრევენციის მიზნით, ღონისძიებებს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. შექმნის პირველივე დღიდან აქტიურად მუშაობს უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ზედმიწევნით ასრულებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მითითებებს.

რეგიონის მასშტაბით, მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ზომა დროულად ტარდება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამ დრომდე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები არც ერთი მოსახლის ინფიცირების ფაქტი არ დადასტურებულა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, რეგიონში შეუფერხებლად გრძელდება ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები.

ვფიქრობთ, მცხეთა-მთიანეთი კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში ერთ-ერთი წარმატებული რეგიონია და მჯერა, ამ შედეგს ბოლომდე შევინარჩუნებთ. ვაგრძელებთ აქტიურ და კოორდინირებულ მუშაობას ყველა შესაბამის უწყებასთან. ჩვენს მოსახლეობას კი, კიდევ ერთხელ მივმართავთ თხოვნით და მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, დარჩნენ სახლში და შეასრულონ საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა აპრილის თვის ყველაზე რთულ და მძიმე პერიოდში, რეგიონში დღეის მდგომარეობით არსებული შედეგების შენარჩუნება მაქსიმალურად მოვახერხოთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!“- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა