საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის განცხადებით, 100-მდე მედიკოსისთვის კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია

საჩხერის სამედიცინო ცენტრში იზოლაცია მოიხსნა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თანამშრომლებს სწრაფი ტესტირება ჩაუტარდათ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, კორონავირუსზე შემოწმება ასამდე მედიკოსმა გაიარა და ყველა პასუხი უარყოფითია, რის გამოც არც ერთი ექიმი ამ დროისთვის იზოლაციაში არ იმყოფება და კლინიკა შეუფერხებლად მუშაობს.

მათ შემოწმებას შემდეგ ჩაუტარდათ, რაც ერთი ექიმი, სავარაუდოდ, პაციენტისგან დაინფიცირდა.

ცნობისთვის, საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით დაინფიცირებული სამი პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ შორისაა კლინიკის ინფექციონისტი, ის საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მეუღლეა. თავად მერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა თვითიზოლაციაშია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა