დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო „ქართული ოცნების“ ინიციატივას უერთდება და განცხადებას ავრცელებს

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო უერთდება „ქართული ოცნების“ გუნდის ინიციატივას და მომავალი სამი თვის განმავლობაში, თანამშრომლები კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ სპეციალურ StopCoV ფონდში საკუთარი ხელფასის 10%-ს გადარიცხავენ,-ამის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

"ვითვალისწინებთ რა კორონავირუსის გამო ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ სიტუაციას, სადაც მრავალი ჩვენი თანამოქალაქე შემოსავლის გარეშე დარჩა, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას და მზად ვართ ასეთი ადამიანებისათვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად საკუთარი ხელფასის 10 % გადავრიცხოთ შექმნილ ფონდში. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ ვზრუნავთ ერთმანეთზე და რომ სოლიდარობა ჩვენი პასუხისმგებლობაა", - აცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს