ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტების მიღებას რამდენიმე დღეში შეძლებს

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, სადაც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეხვედრაზე განხილულ იქნა კორექტირებული აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უახლოეს დროში გადაეგზავნება აჭარის უმაღლეს საბჭოს განსახილველად.

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად შესაბამისი აპარატურით აღჭურვა მიმდინარეობს და კლინიკა რამდენიმე დღეში შეძლებს ინფიცირებული პაციენტების მიღებას. სამედიცინო პერსონალი გადის შესაბამის გადამზადებას, რაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობისას არის საჭირო.

ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ორი დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა და ადგილზე გაეცნენ კლინიკის აღჭურვის პროცესის დაწყებას.

ახალი კლინიკა ერთდროულად 170-მდე პაციენტის მომსახურებას შეძლებს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა