ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მის მოვალეობას დროებით, სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი შეასრულებს.

”კვირას საღამოდან პრემიერ-მინისტრი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ლონდონში, საავადმყოფოში, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის სიმპტომებით იქნა შეყვანილი.

დღეს, დღის მეორე ნახევარში, პრემიერ-მინისტრის მდგომარეობა გაუარესდა და მისი სამედიცინო გუნდის რჩევით, საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს",-ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, პრემიერზე შესანიშნავად ზრუნავენ და ბორის ჯონსონი მადლობას უხდის მედიკოსებს შრომისმოყვარეობისა და თავდადებისთვის.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.

პრემიერის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ჯონსონს უნარჩუნდება ვირუსისთვის დამახასიათებელი მუდმივი სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა.

იხილეთ ვიდეო: ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა