მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტიდან მათ კლინიკაში ერთი პირია მოთავსებული და ის ამერიკის კლასტერს უკავშირდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან მათ კლინიკაში მხოლოდ ერთი პირია მოთავსებული და ის ამერიკის კლასტერს უკავშირდება.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის და ის მათ კლინიკაში საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს.

„როგორც იცით, გუშინ 188 დაინფიცირებული იყო, 7 დაემატა და ამჟამად, ქვეყანაში 195 დადასტურებული შემთხვევაა. ამ 7-დან ერთ-ერთი ჩვენთანაა მოთავსებული, წყარო ამერიკაა. ჩვენს ცენტრში განკურნებული და ბინაზე გაწერილა 29 პირი. ამჟამად, ჩვენთან მკურნალობს 39 პაციენტი, მათგან ერთი კრიტიკული პაციენტია, რომლის მდგომარეობაც არ გაუმჯობესებულა და პროგნოზულად ისევ სერიოზულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ინტენსიურ თერაპიაზე იმყოფებოდნენ, სტაბილურია და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მძიმე პნევმონიით არ განიხილებიან. 22 პაციენტი საშუალო სიმძიმის პნევმონიითაა.

რაც შეეხება ახალ პაციენტს, ის ჩვენს ცენტრში გუშინ გვიან შემოვიდა, პირველადი ანალიზებით და ზოგადი მდგომარეობით მძიმე არ არის, დღეს სრული კვლევები გაუკეთდება გაფართოებული სახით, კვლევების შედეგების შეჯერებით და მდგომარეობის გათვალისწინებით შევაფასებთ მის სიმძიმეს. აღნიშნული პაციენტი საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განმარტებით, დღეს რამდენიმე პაციენტს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება.

„გუშინ ჩვენთან 21 პციენტზე გაკეთდა ტესტირება, ყველა ახალ პაციენტზე პასუხი უარყოფითი იყო. ჩვენი პაციენტების ტესტირება გამოჯანმრთელების თავლსაზრისით გრძელდება, გუშინ რამდენიმესთან ჩატარდა, პასუხი უარყოფითი იყო, დღის მეორე ნახევარში ვნახოთ, როგორი სიტუაცია გვექნება, რამდენიმესთან კონცენტრაციის შემცირება მივიღეთ, თუმცა, სრულად ნეგატიური პასუხი ვერ მივიღეთ. მათი კვლევა გაგრძელდება და ალბათ, ისინიც გაწერილთა რიცხვს შეემატებიან“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

კლინიკის სამეიდიცინო დირექტორის განმარტებით, ამ ეტაპზე, ინფექციურ საავადმყოფოში 2 არასრულწლოვანი რჩება.

იხილეთ ვიდეო: მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტიდან მათ კლინიკაში ერთი პირია მოთავსებული და ის ამერიკის კლასტერს უკავშირდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა