ბათუმში 60 წლის ქალის ინფიცირების წყარო და კონტაქტები ჯერ დადგენილი არ არის

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლის ქალის კონტაქტები უცნობია, მას კორონავირუსი გვიან ღამით დაუდასტუდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუხადა. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.

ნინო ნიჟარაძის თქმით, ინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი კლინიკის 5 თანამშრომელი კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადავიდა. 60 წლის ქალს ორმხრივი პნევმონია აქვს.

"ინფიცირებული ქალი "ცხელების ცენტრამდე" მუცლის ტკივილითა და დიარეით ბათუმის სხვა კლინიკაში მივიდა, ემერჯენსის განყოფილებაში მოგეხსენებათ არის საგანგებო სიტუაცია და მედპერსონალი იყო ეკიპირებული, მაგრამ ვისაც ეჭვი ეპარებოდა დაუცველობაში, ნაწილი მათივე თხოვნით, გადავიდა კარანტინსა და თვითიზოლაციაში. ინფიცირებული იმყოფებოდა ასევე ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, ბუნებრივია, არ დავასახელებ, რადგან იქ მიმდინარეობს კონტაქტების იდენტიფიკაცია", -განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარაში კორონავირუსით 10 ადამიანია ინფიცირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა